აშშ-ში მარიამ საჯაიამ შალვა ნათელაშვილს პაპარაცულად ფოტო გადაუღო

   საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მარიამ საჯაიამ აშშ-ში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს პაპარაცულად ფოტო გადაუღო და ფეისბუქის გვერდზე ატვირთა. საჯაიამ ფოტოს სათაურიც გაუკეთა: „აუ, გამიხარდა შალვას დანახვა“. მოგვიანებით კი მას კომენტარებში ნათელაშვილიც გამოეხმაურა: „ფოტოგრაფს სიამოვნებით გავეცნობოდი, რატომ არ გამომეცნაურა, დღეს კვირაა და 20 წუთი გავისეირნე ვაშინგტონის ცენტრში, ხვალიდან ბევრი შეხვედრა მეწყება. მადლობა თემის ავტორს და კომენტატორებს ყურადღებისათვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები