მედეა კეიდიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება

დღეს, 17:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცეში მედეა კეიდიას პერსონალური გამოფენა „ანგელოზების გადაფრენა -2“ გაიხსნება.
მედეა კეიდიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1967 – 1972 წ. ხოლო მოგვიანებით, ლენინგრადის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია დაამთავრა. მისი ნამუშევრები დაცულია: აშშ – ქ. ჩიკაგო, ქ. ნიუ იორკი. გერმანია – ქ. ვიტენი. ქ. ბერნი, ქ. ჰამბურგი. ქ. ლანდაუ. ქ. ჰანოვერი. ქ. ბერლინი. იტალია – ქ. ფლორენცია, რომი. რუსეთი – სანქტ – პეტერბურგი, მოსკოვი. თურქეთი – ანკარა. საფრანგეთი – პარიზი, სტრასბურგი. აზერბაიჯანი – ქ. ბაქო, ეგვიპტე – ქ. კაირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები