ირმა ინაშვილი: გოგა ონიანი ცნობილი ზონდერი იყო
ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას ფეისბუქის მეშვეობით ეხმიანება და საზოგადოებას ონიანის წარსულს ახსენებს. ინაშვილის განცხადებით, ონიანი „ნაცების“ აქტივისტი და ზონდერი იყო. ჟურნალისტის თქმით, „ნაციონალებმა“ ყოველდღე მადლობა უნდა სწირონ ღმერთს, რომ რომელიმე გაუპატიურებული პატიმრის მამამ მათ თავი არ გაუპო. „უკაცრავად, მაგრამ ვინ ლაპარაკობს დღეს პოლიტიკურ ზეწოლაზე, დევნაზე, რეპრესიებზე? ვატყობ, ზოგიერთს ამნეზია დაემართა. თან, ძალიან საეჭვოდ დაემართა… ზოგს, ეტყობა, ნერვიულ ფონზე წაერთვა მეხსიერება.. მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს კარგად გვახსოვს, რომელი “უფლებადამცველი” და “ადვოკატი” როგორ დარბოდა “კასტეტით” და ხელკეტით და როგორ გვარბევდა… “ნაცების” აქტივისტებო და აქტივისტკებო, ნუ ემუქრებით ჩვენს ქვეყანას უკრაინით. არ გამოგივათ საქართველოში უკრაინა. დაეტიეთ თქვენს სოროებში და ყოველ წამს მადლობა სწირეთ ღმერთს, რომ ერთი გაუპატიურებული პატიმრის მამა არ დაგხვდათ სახლთან და არ გაგიპოთ თავი. ონიანი იყო ცნობილი ზონდერი. თუმცა, დღეს ის ზონდერობის გამო არ დაუპატიმრებიათ. ბრალი არანაკლებად მძიმე დანაშაულებებისათვის წაუყენეს და, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის პროკურატურას ეს ბრალი დამაგრებული აქვს სათანადო მტკიცებულებებით. დარწმუნებული ვარ“,- წერს ირმა ინაშვილი.