ჰიტლერი- მხატვარი და „დეგენერატული ხელოვნება“

        საძულველი მოდერნიზმის საბოლოოდ გასანადგურებლად, ჰიტლერი-მხატვრის თანაშემწეები გამოფენა „დეგენერატულ ხელოვნებას“ აწყობენ. 1937 წლის 19 ივლისს მიუნხენის ცუდად განათებული დაბალჭერიანი არქეოლოგიური ინსტიტუტის შენობაში გერმანელი მოდერნისტების გამოფენა იხსნება. მის საშინელებას შესასვლელში გამოკრული პლაკატი: „არასრულწლოვნებისთვის და ორსულებისთვის შესვლა აკრძალულია“, – ცხადყოფს.

ახალგაზრდა მხატვარი

ადოლფ ჰიტლერი – გიჟი, რომელმაც ნახევარი მსოფლიო სისხლში აბანავა, თავიდან არ აპირებდა მსოფლიოს მართვას. ახალგაზრდა ადოლფს სურდა, მხატვარი გამხდარიყო. მართალია, ძირითადად, შენობებს ხატავდა, რადგან პორტრეტები უარესად, ან საერთოდ არ გამოსდიოდა.
ეს ნაკლი მალევე აღმოაჩინა ვენის სამხატვრო აკადემიის „ნაშვილებმა“ კომისიამ, რომელშიც ჯიუტი აბიტურიენტი ორჯერ ცდილობდა ჩაბარებას (1907 და 1908 წლებში) და მხატვრული ნიჭის არქონის გამო ორჯერვე ჩაიჭრა.
აკადემიაში ჩაჭრამ მხატვარ-ჰიტლერს კარიერაში ხელი არ შეუშალა: 1908-1914 წლებში ის ვენის ისტორიულ შენობებს და ღია ბარათებს ხატავდა, შემდეგ კი ამ საკუთარ ნამუშევრებს ყიდდა. „ბიზნესი“ კარგად მისდიოდა და სტაბილური ხელფასის გამო უარი თქვა ყოველთვიურ პენსიაზე, რომელიც მას და მის ობოლ დას – პაულას ეკუთვნოდათ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჰიტლერის სამხატვრო კარიერა დასრულდა. ის ბავარიულ ჯარში მსახურობდა. კარიერა დასრულდა, მაგრამ „დიდებული“ გადმოსაფრქვევი იდეები დარჩა.

ესთეტიгитлер создаёт свой имидж

1933 წელს, ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერი ხდება და ამ იდეებს ავლენს. ახალი რაიხსკანცლერი სახელმწიფოს დონეზე გლობალურ პოლიტიკურ მიზნებს ახორციელებს: პირველი მსოფლიო ომის წაგებისა და ტერიტორიული ექსპანსიისთვის რევანშს იღებს, ასევე ცხოვრებაში აქტიურად გამოხატავს საკუთარ პოზიციას – ფსიქიკურ ანტიპათიას ებრაელებისა და კომუნისტების მიმართ. ჰიტლერს სხვა საძულველი ობიექტებიც ჰქონდა – ერთ-ერთი თანამედროვე ხელოვნება იყო (იმპრესიონიზმი, მოდერნიზმი და სხვა). მას აცოფებდა კუბიზმი, ჯაზი და მოდერნიზმის წარმოშობა. ხელოვნებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი  ორი გამოფენა გახდა: გრანდიოზული გამოფენა მიუნხენში 1937 წელს – „დეგენერატული ხელოვნება“ და 1938 წელს – „დეგენერატიული მუსიკა“ დიუსელდორფში.
„დეგენერატების“ გამოფენა, პირველ რიგში, კომუნიზმთან, ებრაელებთან და აფროამერიკელებთან ბრძოლას ადასტურებდა. სინამდვილეში ჰიტლერის ბრძოლა თანამედროვე ხელოვნებასთან არ კმაყოფილდებოდა კომუნისტური და ნაციონალური კვალის ძიებით. ხელოვნებაზე ფიურერი, პირველ რიგში, მხატვარი და ესთეტი საუბრობდა. ამ აზრის სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „დეგენერატული ხელოვნების“ 112 მხატვარს შორის მხოლოდ 6 იყო ებრაელი.
ჰიტლერმა  ნიჭიერი ხალხი შემოიკრიბა, – მაგალითად, იოზეფ გებელსი, რომელმაც 1932 წელს ჰიტლერისთვის თანამედროვე ამომრჩეველთა კამპანია დაიწყო: ამომრჩეველს ფოსტით უგზავნიდნენ ფიურერის საუბარს, ჰიტლერი მიტინგიდან მიტინგზე სამგზავრო თვითმფრინავით მიფრინავდა, რომელიც იმ დროს ყველაზე დიდი, არასტანდარტული  და ახალი იყო.  ფირზე გადაღებულ მის გადაფრენებს  მთელს ქვეყანაში უჩვენებდნენ. გებელსმა ასევე არაჩვეულებრივი სლოგანი მოიფიქრა: „ჰიტლერი გერმანიის თავზე“.

 მისი ბრძოლა არაგერმანულ სულთან

ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლასთან ერთად, 1933 წელს გებელსი რაიხსმინისტრის თანამდებობას იკავებს და საკუთარი „შემოქმედების“ პოტენციალის რეალიზაციის  საშუალება ეძლევა. იწყებს ლიტერატურით: 1933 წლის 10 მაისს გერმანიის 22 ქალაქში ის მართავს აქციას: „არაგერმანული სული“, სადაც სახალხოდ წვავენ წიგნებს. ამის შედეგად ბერლინში და სხვა ქალაქებში ათი ათასობით წიგნი დაიწვა. ასევე იწყებს კამპანიას მუზეუმების დირექტორების წინააღმდეგ, რომლებიც მოდერნისტების ნახატებს ყიდულობდნენ, – პირველი „მსხვერპლი“ 1933 წელს მანჰეიმში კუნსტჰალის დირექტორი  გუსტავ ჰარტლაუბი აღმოჩნდა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მხატვრების ნამუშევრებს, ძირითადად, მარკ შაგალის ნახატებს ყიდულობდა. ჰარტლაუბას სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ ნაცისტები შაგალის ნახატს მანჰეიმის ცენტრალური ქუჩის ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში ათავსებენ წარწერით: „გადასახადების გადამხდელო! სად მიდიოდა შენი ფული“.дегенеративная музыка
გერმანიაში იწყება მუზეუმების დირექტორების სამსახურიდან მასობრივი განთავისუფლება, ასევე უნივერსიტეტის რექტორებს ითხოვდნენ და უკრძალავდნენ პროფესიულ შემოქმედებას. და საბოლოოდ საძულველი თანამედროვე ხელოვნების გასანადგურებლად ის მართავს გამოფენას: „დეგენერატიული ხელოვნება“.
გამოფენის ორგანიზებას იოზეფ გებელსი და  შემოქმედებითი ხელოვნების სახელმწიფო პალატის პრეზიდენტი ადოლფ ციგლერი, რა თქმა უნდა, „შემოქმედებითად“ მიუდგნენ: 1937 წლის 19 ივლისს მიუნხენის ცუდად განათებული დაბალჭერიანი არქეოლოგიური ინსტიტუტის შენობაში გერმანელი მოდერნისტების გამოფენა იხსნება. მის საშინელებაზე შემოსასვლელში პლაკატი; „არასრულწლოვნებისთვის და ორსულებისთვის შესვლა აკრძალულია“ მეტყველებს. კედლები არასიმეტრიულად წარწერილი შურაცხმყოფელი წინადადებებით იყო სავსე, ბევრი ნახატი თოკით,   ჩარჩოს გარეშე ეკიდა. რამდენიმე ნახატის დასახელება პირდაპირ ნამუშევარზე ცარცით მიეწერათ. და ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთდა, რომ აკურატული გერმანელები ბინძურად გამოჩენილიყვნენ. გრაფიკული ნამუშევრების დარბაზებში გამოფენილი იყო ოლიგოფრენების და სხვა ავადმყოფების ფოტოები, რომლებსაც მოდერნისტების ნახატებს ადარებდნენ.
ეს ყველაფერი რომ შევადაროთ იმ „დიდ გერმანულ მხატვრულ გამოფენას“, რომელიც ერთი დღით ადრე გაიხსნა, მართლაც, კონტრასტული იყო: აქ  მარმარილოს განათებული დარბაზები სპეციალურად გერმანული ხელოვნების სახლისთვის აშენდა.
„დიდი გერმანული მხატვრული გამოფენის“ მაყურებლებს თანამედროვე გერმანელი მხატვრების 700 ნამუშევრის ნახვის საშუალება ჰქონდათ. ჰიტლერის აზრით, ისინი კარგად ხატავდნენ და ძერწავდნენ, ანუ არ იყვნენ სიურეალიზმის, კუბიზმისა და სხვა „დეგენერატების“ მიმდევრები.

მისი ბრძოლა მხედველობის დეფექტებთან და შეურაცხმყოფელ ეროვნებებთან

„დიდ გერმანულ მხატვრულ გამოფენაზე“ ფიურერი ეპოქალური სიტყვით გამოვიდა:
„კუბიზმს, დადაიზმს, ფუტურიზმს, იმპრესიონიზმსა და ამათ მსგავს სხვა არცერთ მიმდინარეობას გერმანულ ხალხთან  საერთო არაფერი აქვს… ისინი მხოლოდ ხელოვნურად შემოქმედი ხალხია, რომლებსაც ღმერთმა არ მისცა  ხატვის ნამდვილი ნიჭი და მხოლოდ ტყუილით და ლაპარაკით დააჯილდოვა ისინი…понюшка табаку шагал
მათთვის ჩვენი ერის წარმომადგენლები დეგენერატული კრეტინები არიან, მდელოები მათთან ლურჯია, ცა-მწვანე, ღრუბლები ნაცრისფერ-ყვითელი და ა.შ…
ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს: ან ეგრეთ წოდებული „მხატვრები“ გარემოებას მართლა ასე უჩვეულოდ ხედავენ და სჯერათ, რომ ისინი სწორად ასახავენ მსოფლიოს, მაშინ უნდა გაირკვეს, მათი მხედველობის დეფექტები მექანიკური, თუ გენეტიკური დაზიანებაა. პირველ შემთხვევაში ჩვენ მათ ვუზიარებთ, მეორე შემთხვევაში კი  ეს მნიშვნელოვანია იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, უნდა მიხედონ ამ საქმეს, რათა თავი აარიდონ ასეთი საშინელი მხედველობის დეფექტების გენეტიკას. შესაძლებელია ისიც, რომ ამ პირებს თავად არ სჯერათ საკუთარი „გრძნობებისა“ და „ხილვების“, მაგრამ ცდილობენ, ამ მოტივაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერი დაცინვით შურაცხყონ. ასეთი ქმედებები კი სისხლის სამართლის საქმეს მიეკუთვნება… ამიერიდან ჩვენ დაუნდობელ ბრძოლას გავმართავთ მათში კულტურული ელემენტების გასანადგურებლად.“
ბოლო წლებში მოდერნისტებს, მართლაც, უთვალთვალებდნენ, ზოგმა ემიგრაციაში წასვლა მოახერხა, ზოგი კი გერმანიაში დარჩა, მაგრამ პროფესიული მოღვაწობა ვერ მოახერხეს, ებრაელ-მოდერნისტებს კი საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ.

მისი ბრძოლა ფსიქოპათებთან

საქმე გულახდილ იდიოტიზმამდეც მიდიოდა: მაგალითად, მხატვრებისთვის ედგარ ენდესთვის და ემილიო ნოლდესთვის აკრძალული იყო ფუნჯების და საღებავების მიყიდვა, პერიოდულად კი გესტაპო მათ სახლებში აკითხავდა და ამოწმებდა, აგრძელებდნენ თუ არა ისინი ხატვას. ემილ ნოლდემ მაინც გააგრძელა ხატვა აკვარელის საღებავებით, რომ სუნით ვერ მიხვედრილიყვნენ (ნოლდე ХХ საუკუნის განთქმული მხატვარია).
„დეგენერატული ხელოვნების“  გამოფენაზე დაახლოებით 700 ნამუშევრიდან 29 ემილ ნოლდეს ეკუთვნოდა (ნამუშევრების ასეთი დიდი რაოდენობით არცერთი მხატვარი არ იყო წარმოდგენილი). ექსპოზიციის ცენტრალურ ნაწილში სახელგანთქმული ნოლდეს ნამუშევარი – „ქრისტეს ცხოვრება“ იყო გამოფენილი.
„დეგენერატული“ ხელოვნების ნამუშევრების ტოტალური კონფისკაციის დროს, რომელსაც ფიურერის ხელქვეითები აწარმოებდნენ, მუზეუმებსა და სხვა გერმანულ კოლექციებში აღმოჩნდა 17 ათასი ნამუშევარი. იქიდან ათასზე მეტი ნოლდეს ეკუთვნოდა.
ემილ ნოლდეს, პაულ კლეეს და სხვა გერმანელი ავტორების ნამუშევრებთან ერთად მოპარული იყო ასევე ვან გოგის, პოლ სეზანის, პაბლო პიკასოს და ყველა იმპრესიონისტის, პოსტიმპრესიონისტის და მოდერნისტის ნამუშევარი. ამ ნახატების ნაწილი ჰიტლერის თანამოაზრეებმა გაიტანეს შვეიცარიის ქალაქ ლიუცერნის  აუქციონზე,  ნაწილი კი, გერმანიაში, უცხოელ გადამყიდველებზე, თითო, დახლოებით 20 დოლარად გაიყიდა, რამდენიმე ფიურერის თანაშემწემ მიითვისა (მაგალითად, გერინგმა პირადი კოლექციისთვის ვან გოგის, ედვარდ მუნკის, პოლ სეზანის და სხვა ავტორების ნამუშევრები მიითვისა). და არცთუ ისე გაყიდვადი ნახატები კი 1939 წლის 20 მარტს ბერლინში, კეპინკშტრასზე მთავარმა სახანძრო ჯგუფმა დაწვა. სულ დაახლოებით აკვარელით შესრულებული და გრაფიკული ნამუშევრები – 5000 ნახატი დაწვეს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ნოლდეს ეკუთნოდა.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე გერმანელები არ იზიარებენ ფიურერის მოსაზრებას ნოლდეს ხელოვნებაზე: ახლაც ბადენ-ბადენში  აკვარელებით შესრულებული მისი ნახატებია გამოფენილი. გამოფენა უკვე მთავრდება, მაგრამ დარბაზები კვლავ ხალხით სავსეა.

 IMG_4577

большая выставка немецкого искусства

выставка дегенеративное искусство

житие христа

эмиль нольде большой мак

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები