საყვარელი ჰყავდაო – რას აცხადებენ მოკლული ქალის მეზობლები
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. აღნიშულ ვერსიას გარდაცვლილის მეზობლებიც იზიარებენ.
“ასე გავიგე, რომ ცოლი მოუკლავს. საყვარელი ჰყოლიაო… ერთხელ გაუფრთხილებია, შემდეგ არ დაიშალაო, ეს გავიგე მე”, – განაცხადა მეზობელმა.
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკებისას ქმარმა მეუღლე მოკლა.
თ.ა.-მ მის მეუღლეს ე.მ.-ს ცივი იარაღით, გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
მეუღლის დაჭრის შემდეგ თ.ა.-მ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მუცლის არეში თვითმკვლელობის მიზნით, თვითდაზიანება მიიყენა. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა, ქალი რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ხოლო მამაკაცი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მამაკაცი დაკავებულია – სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით დანა ამოიღეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.