რუსეთში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დაჭრეს

რუსეთში, 25 წლის საქართველოს მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი სოხუმელი ლაშა ბ. რომელიც საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი, დაჭრეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, იგი მრავლობითი ჭრილობებით სანკ-პეტერბურგში მეთხუთმეტე საავადმყოფოში მოხვდა. მათივე ინფორმაციით დაზარალებულს თავს საკუთარ სადარბაზოში, რამდენიმე ადამიანი დახვდა და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.
დაზარალებულის განცხადებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის სპორტული დარბაზიდან, სადაც სავარჯიშოდ იმყოფებოდა, სახლში ბრუნდებოდა. თავდამსხმელებს შავი ნიღბები ეკეთათ, ერთ მათგანს კი სამედიცინო ფორმა ეცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები