ქვემო ქართლში მდებარე 23 მეჩეთი მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში გადადის
23 მეჩეთი, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, სრულიად მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში გადადის – ეს გადაწყვეტილება დღეს რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო.
საბჭოს მომდევნო სხდომაზე სხვა მეჩეთების საკითხიც განიხილება. ამ წუთებში კი საბჭო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ხვდება.