ნინოწმინდის საბაჟოზე დეკლარირების წესის დარღვევისთვის პირი დაჯარიმდა
საბაჟო – გამშვები პუნქტის „ნინოწმინდის“ ტერიტორიაზე დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული თანხა – 71330 დოლარი და 50 ლარი, დათვალიერების შედეგად, საქართველოს მოქალაქე მ. თ.-ს აღმოაჩნდა. მგზავრი საბაჟო – გამშვები პუნქტის „ნინოწმინდის“ ტერიტორიაზე 15 დეკემბერს სომხეთის მხრიდან შემოვიდა. ამ კანონდარღვევისთვის მას, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.