ხუდადოვის ქუჩაზე არასრულწლოვანმა გოგონამ მამაკაცი მოკლა

“კვირას” ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე არასრულწლოვან გოგოს მამაკაცი თავს დაესხა. არასრულწლოვანსა და მამაკაცს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც მან ცივი იარაღით მამაკაცს სასისკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
აღნიშნული ფაქტი „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, არასრულწლოვანი გოგონა სამართალდამცველებმა დაკითხეს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ის ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.
“არასრულწლოვანმა გოგონამ აუცილებელი მოგერიების დროს, თავდაცვის მიზნით დაჭრა მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები