2014 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისს 7 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა

2014 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისს 7 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა სასტუმრო “თბილისი მერიოტში” სახალხო დამცველის აპარატის 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, 2014 წლის მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.
უჩა ნანუაშვილის თქმით, პენიტენციურ სისტემაში წლის განმავლობაში 2 000-ზე მეტი ადამიანი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ამასთან, 2014 წლის განმავლობაში მომზადდა 9 თემატური ანგარიში.
“მოგვმართა 7 000-ზე მეტმა მოქალაქემ. ეს, ფაქტობრივად, თუ წინა წლებს შევადარებთ, გაორმაგებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ მომხდარიყო ამ კონკრეტულ განცხადებებზე რეაგირება, ასევე გაიზარდა ის არეალი, რაზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მუშაობდა. ჩვენ მოვიცავთ ადამიანის უფლებების აბსოლუტურად ყველა სფეროს და ვახდენთ რეაგირებას. ეს ანგარიშში ასახულია ციფრებში”, – განა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები