„ნუ მოჭრი ნაძვს“ – აქციას „ლოჯიქალ სისტემზ კომპანი“ უერთდება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საინფორმაციო პორტალ „კვირას“ ინიციატივით და „აგრომაქს დეკორის“ მხარდაჭერით განხორციელებულ აქციას: „ნუ მოჭრი ნაძვს“ „ლოჯიქალ სისტემზ კომპანი“ უერთდება.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ გამწვანების აქცია თითოეული მოქალაქისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანმრთელი ჰაერი. „ჩვენი ვალდებულებაცაა, ვიზრუნოთ მომავალზე, შევინარჩუნოთ არსებული და გავამდიდროთ ჩვენი ქალაქი“, – აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია ნერგებს, რომლებსაც აქციის ფარგლებში შეიძენს, სპეციალურ ადგილებში დარგავს. აღსანიშნავია, რომ ნაძვის გამოყენება საახალწლოდ შესაძლებელია ოჯახში, შემდეგ კი მისი გადარგვა მოხდება.
„ლოჯიქალ სისტემზ კომპანი“ გამწვანებულ მომავალს გისურვებთ.

10850793_10152591601019779_1197704191_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები