„თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
“თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევს.
უგულავას ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი მოწმეები და დოკუმენტები ყოფილი მერის ბრალეულობას ვერ ადასტურებს.
დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ “თბილისის განვითარების ფონდისთვის” გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე გიგი უგულავას ბრალდება 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა.
გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.