გამყოფი ზოლის მოსაზღვრე სოფელ ბერშუეთში ქალბატონებს უფასოდ პრევენციული კვლევების ჩატარება შუძლიათ

აქცია “ჩვენ ვიბრძვით მათი სიცოცხლისთვის” ფარგლებში გამყოფი ზოლის მოსაზღვრე სოფელ ბერშუეთში ქალბატონებს უფასოდ პრევენციული კვლევების ჩატარება შუძლიათ. მამოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი და ექოსკოპისტი ადგილობრივებს ამბულატორიის შენობაში მოემსახურებიან. აქციის ძირითადი მიზანია ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება და შესაბამისი განათლების გავრცელება ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. სხვადასხვა სახის ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და “ევროპა დონა საქართველოს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს. დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და გამგეობის სხვა წარმომადგენლები სოფელ ბერშუეთში აქციის მიმდინარეობას გაეცნენ და ადგილობრივებს ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ.
მოსახლეობის უფასო გამოკვლევები უკვე განხორციელდა მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში და აქცია მომავალშიც გაგრძელდება.
“ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის მსგავსი სახის აქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გემგეობა აქტიურადაა ჩართული ამ მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებში და მაქსიმალურად ვეცდებით მოსახლეობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შევუმსუბუქოთ”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.

1535084_1011805455502111_5553238552460542521_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები