რომის პაპმა დალაი-ლამასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

  რომის პაპმა ფრანცისკმა ტიბეტის სულიერ ლიდერთან დალაი-ლამასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ეს გადაწყვეტილება პაპმა იმის გამო მიიღო, რომ ჩინეთთან ისედაც რთული ურთიერთობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს, – წერს „ბი-ბი-სი“.
ცნობისთვის: რომის პაპთან აუდიენცია რომში ნობელის პრემიის ლაურეატების შეხვედრაზე მყოფმა დალაი-ლამამ მოითხოვა. ვატიკანის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პაპი ტიბეტელი ბუდისტების ლიდერს „ძალიან დიდ პატივს“ სცემს, თხოვნა უარყოფილი იყო „ცხადი მიზეზების“ – ჩინეთთან ურთიერთობაში დელიკატური სიტუაციის გამო.
ტიბეტელი ბუდისტების სულიერი ლიდერის წარმომადგენელის განცხადებით, დალაი-ლამა დამწუხრებულია იმის გამო, რომ პაპთან შეხვედრა არ შედგება, თუმცა უხერხულ მდგომარეობაში არცერთი ადამიანის ჩაყენება არ სურს.
შეგახსენებთ, რომის პაპის და ტიბეტში ჩინეთის რეჟიმის წინააღმდეგ წარუმატებელი ამბოხების შემდეგ 1959 წელს ინდოეთში გაქცეული დალაი-ლამას ბოლო შეხვედრა 2006 წელს გაიმართა. მაშინ დალაი-ლამა ბენედიქტ XVI-ს შეხვდა.
ცნობისთვის, ჩინეთის ხელისუფლება დალაი-ლამას სეპარატისზმში ადანაშაულებს და სულიერი ლიდერის ნებისმიერ შეხვედრას პოლიტიკოსებთან ან რელიგიურ მოღვაწეებთან კრიტიკულად უყურებს.
პეკინის მტკიცებით, დალაი-ლამა ტიბეტის დამოუკიდებლობისთვისგამოდის. ჩინეთი კი ტიბეტს საკუთარ ტერიტორიად აცხადებს.
დალაი-ლამას განცხადებით, დამოუკიდებლობას დაჟინებით არ მოითხოვს და მზადაა ტიბეტის ავტონომიაზე ჩინეთის შემადგენლობაში დათანხმდეს იმ პირობით, რომ ავტონომია ნამდვილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ტიბეტი ჩინეთს 1950 წლის მოკლევადიანი სამხედრო კონფლიქტის შედეგად იყო მიერთებული. რამდენიმე წლის მანძილზე რეგიონს ტრადიციული ბუდისტური ხელისუფლება მართავდა.

10859713_883961374977435_1559413195_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები