თინა ხიდაშელი მამა გაბრიელის ნათლულია

     მამა გაბრიელი პარლამენტის უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის ბიძა და, ამავდროულად, ნათლიაც იყო. როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, ის მამა გაბრიელმა ჯერ კიდევ ჩვილი მონათლა. „მამა გაბრიელი – დედაჩემის ბიძაშვილი იყო და ბიძად მეკუთვნოდა. ეკლესიაში ბავშვობიდანვე დავდიოდი. როგორც მოგეხსენებათ, მამა გაბრიელს საკუთარი ტაძარი ჰქონდა, რომელიც თავის ეზოში საკუთარი ხელით ააშენა. იმ პერიოდში ეს ამბავი არცთუ ისე მარტივი იყო. ჩვენ მასთან სახლში დავდიოდით და, შესაბამისად, მის პატარა ეკლესიაშიც, რომელიც ეზოში ედგა. მამა გაბრიელს ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემები ჰქონდა, მათ შორის, სამეზობლოშიც. ბავშვობიდანვე, ძალიან მძიმედ მახსოვს, თუ როგორ იდევნებოდა მამა გაბრიელი თავისი ცხოვრების წესის გამო. ორმოცი დღის ვიყავი, როდესაც მამა გაბრიელმა მომნათლა. ჩვეულებრივი ნათლობა იყო, ალბათ, განსხვავება ის გახლდათ, რომ ნახევრად კონსპირაციული იყო…“ – წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები