სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა

 

   სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, 1964 წელს დაბადებულმა მსჯავრდებულმა ლ.მ. -მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ოჯახს უკვე ეცნობა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები