დედაქალაქის საკრებულო სამგორის რაიონის გამგებლის საქმიანობით დაინტერესდა

 

   მთავარ პროკურატურაში თბილისობის დღესასწაულისთვის განხორციელებულ შესყიდვებზე გამოძიება გაფლანგვისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლებით მიმდინარეობს. პარალელურად, სამგორის რაიონში დახარჯული თანხების მიზნობრიობით დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისია დაინტერესდა. კომისიის თავმჯდორმარის ნუგზარ მალაღურაძის განცხადებით, ამ საკითხის შესწავლა სამგორის რაიონის გამგებლის მოთხოვნით დაიწყო. საუბარია 26 ათას ლარზე, რომელიც გამგეობამ თბილისობის დღესასწაულისთვის დახარჯა. სამგორის გამგებელ მამუკა ჩოქურთან დაკავშირებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის მიზნით პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა საკუთარი მეუღლის ბიზნესპარტნიორ კომპანიასთან.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კონკრეტულ დოკუმენტებში ვერ ამოიკითხეს სამგორის რაიონის გამგებლის მეუღლის სახელი და გვარი.
ჯერჯერობით უცნობია, დადგება თუ არა რაიონების გამგებლების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობა პროკურატურასთან აქტიურად თანამშრომლობს. ოპოზიციიური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა მელია კი აცხადებს, რომ რაიონების გამგებლებთან ერთად დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები