ფერმერებმა 43376.6 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩააბარეს

არასტანდარული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამა წარმატებით დასრულდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერებმა სულ 43376.6 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩააბარეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ განახორციელა.
პროგრამა 89 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და დღეში ქარხნები საშუალოდ 487,38 ტონა არასტანდარტულ ვაშლს იბარებდნენ.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებაში მონაწილეობდა შიდა ქართლის ხუთი საწარმო: შპს „გეოფრუტი“, შპს „ნატურალ 7“, შპს „ბიოჯუსი“, შპს „სამეგობრო“ და შპს „ჯეოკონცენტრანტი“, ხოლო რაჭაში შპს „GEO-FLOWER. პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 10 თეთრად შეისყიდიდნენ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 8 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემდა. ფერმერება არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ პროგრამაში მონაწილეობის შედეგად 4 355 416 ლარის შემოსავალი მიიღეს,საიდანაც სააგენტოს სუბსიდიამ 3 470 133,6 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები