“ფლეიბოის” მოდელად ქცეული მედავითნის დედა – ანტიქრისტე გავაჩინე, ცუდად ვარ

კაკო ვაშალომიძის შემდეგ თამუნა ვაშალომიძეს დედა აკრიტიკებს. მარიამ ესიტაშვილი აცხადებს, რომ მისმა შვილმა შეურაცხყოფა არა მარტო მას, არამედ მთელ ეკლესიას და მართლმადიდებლურ რელიგიას მიაყენა .tamuna2
როგორც „კვირას“ ესიტაშვილმა განუცხადა, მას შვილთან უკვე ერთი წელია ურთიერთობა აღარ აქვს და მის სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს.

„ძალიან ცუდად ვარ, საშინელი ტკივილები მაქვს, მაგრამ რაც „იმედის კვირაში“ ჩემმა შვილმა გააკეთა, ვერ მომინელებია ეს ყველაფერი. ეს არის საშინელება. წარმოგიდგენიათ, რა დღეში უნდა ვიყო ახლა მე? შემრცხვა, ჩემი შვილი შიშველი სხეულით რომ გამოვიდა. გარდა ამისა, მან გამოაცხადა მამად კაცი, რომელიც არ არის მისი მამა. როგორ უნდა ვიყო ამის შემდეგ, კაცმა ყველაფერი გაუკეთა, რომ კარგ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. კაკომ მისცა გვარი, მამობა გაუწია, მაგრამ ვერ გაიზარდა და დაგვღუპა ყველანაირად, ეს არის სირცხვილი!  მაგის საქციელი არის უზნეობა. როგორ უნდა ვიყო,  ან რანაიარად უნდა ვიყო კარგად. ყველაფერს თავი რომ დავანებო, მან ფეხქვეშ გათელა ჩვენი რელიგია, ეკლესია, სირცხვილია, რომ ამაზე ვიღაცამ პიარი ააგორა, ასე არ უნდა გააკეთებინათ. უბრალოდ მრცხვენია, რომ ასეთი შვილი მყავს. სირცხვილით ქუჩაშიც კი ვერ გავსულვარ… ჩემს შვილთან უკვე ერთი წელია საერთოდ ურთიერთობა არა მაქვს.  ჩემს ზარებს არ პასუხობს, ფეისბუქზე დაბლოკილი ვყავარ,  „ოდნოებშიც“ დაბლოკილი ვყავარ, საერთოდ“… – ამბობს მარიამ ესიტაშვილი.
იგი „კვირას“ თამუნას მამის ნამდვილ ვინაობას არ უმხელს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ბავშვი დაბადებიდანვე დედის გვარს ატარებდა.
„როცა თამუნა გავაჩინე, ჩემს გვარზე მყავდა დაბადებიდანვე, მამისი იყო არეულ-დარეული ადამიანი და საერთოდ არ მოუკითხავს ჩემთვის, ისე გავზარდე შვილი.  პათოლოგი იყო მამამისი, სიცოცხლე ვაჩუქე ჩემს შვილს, გავზარდე, მინდოდა, რომ კარგი ადამიანი გაზრდილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერანაირმა ძალამ ვერ აჯობა… ალბათ, ანტიქრისტე გავაჩინე. ცუდად ვარ… ძალიან ცუდად ვარ”, – აღნიშნა თამუნა ვაშალომიძის დედამ.
როგორც „კვირას“ კაკო ვაშალომიძემ განუცხადა, მან საკუთარი გვარი მისი მეორე მეუღლის შვილს თამუნას 16 წლის ასაკში მისცა. თავად თამუნა ვაშალომიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა, რომ იგი კაკო ვაშალომიძის შვილია.
შეგახსენებთ, რომ თამუნა ვაშალომიძე ქართულმა საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო, თუმცა,  მცირე დროში სექსსიმბოლოს სტატუსიც მოიპოვა.

   იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები