დიზელზე მომუშავე ავტომობილები პარიზის შემდეგ შესაძლოა, ლონდონშიც აიკრძალოს

პარიზის შემდეგ, დიზელზე მომუშავე ავტომობილები შესაძლოა, ლონდონშიც აიკრძალოს. ევროპაში ახალი წესები, სავარაუდოდ, 2020 წლიდან ამოქმედდება. ლონდონის მერია გარემოს დაბინძურების შესამცირებლად ახალი წესების ამოქმედებას გეგმავს.
დიზელზე მომუშავე ავტომობილების მეპატრონეები, ჯარიმის სახით, 13 ევროს გადაიხდიან. თუმცა, გარემოსდამცველების განცხადებით, ეს ჰაერის გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის და დიზელზე მომუშავე ავტომობილები უნდა აიკრძალოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დიზელის ძრავა გარემოს უფრო მეტად აბინძურებს. ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში ავტომობილების 60 პროცენტი დიზელზე მუშაობს. საფრანგეთის ხელისუფლება მეპატრონეებს ავტომობილების შეცვლისას ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები