მაკარევიჩი ადამიანის უფლებების დაცვისთვის პრემიას მიიღებს

ჯგუფ „მაშინა ვრემენის“ ლიდერი ანდრეი მაკარევიჩი მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის პრემიის ლაურეატი ნომინაციაში „კულტურის და ხელოვნების საშუალებით ადამიანის უფლებების დაცვა“ გახდა, – წერს Colta.ru. მაკარევიჩის გარდა ჯილდოს პსკოვის საქალაქო საკანონმდებლო კრების დეპუტატი ლევ შლოსბერგი, „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე აიდერ მუჯაბაევი, „სამოქალაქო ხელშეწყობის“ კომიტეტის თავმჯდომარე სვეტლანა განუშკინა, რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ წამყვანი ნათელა ბოლტიანსკაია და ადვოკატი რამილ ახმეტგალიევი მიიღებენ.
გამოცემის ინფორმაციით, პრემიის ლაურეატების არჩევა არ არის პროფესიული კონკურსი. გამარჯვებულების გამოვლენა ყოველ ნომინაციაში კანდიდატის ავტორიტეტის და დამსახურებების აღიარებას ასახავს, – ამბობენ მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფში.
ცნობისთვის, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი – რუსეთში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან უძველესია. ორგანიზაცია 1976 წლის 12 მაისს შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები