ფოტოკლუბ „გორელოვკას“ ფოტოგამოფენა გაიხსნება

  10 დეკემბერს, 15:00 საათზე, ფონდ ღია საზოგადოება -საქართველოს საგამოფენო დარბაზში ფოტოკლუბ „გორელოვკას“ ფოტოგამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოკლუბ „გორელოვკას“ წევრების ნამუშევრები, რომლებიც სოფელ გორელოვკას ცხოვრებას გადმოსცემს.
ფოტოკლუბი „გორელოვკა“ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონში, სოფელ გორელოვკაში ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივით შეიქმნა.
პროექტი ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ“ დააფინანსა. კლუბში გაერთიანებულია ამ სოფლის თორმეტი ქართველი, რუსი და სომეხი მაცხოვრებელი. ფოტოკლუბის პირველი გამოფენა 2014 წლის აგვისტოში სოფელ გორელოვკაში გაიმართა.
გამოფენას დაესწრებიან ფოტოკლუბის წევრები ჯავახეთიდან.
გამოფენა15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები