სირიის კონფლიქტში პანკისის ხეობიდან უკვე რვა ახალგაზრდაა დაღუპული
სირიის ქალაქ ქობანში გარდაცვლილ ზელიმხან ჩათიაშვილს მშობლები და სამი ძმა დარჩა. ოჯახის წევრებს კომენტრის გაკეთება არ სურთ.
როგორც პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ ზაურ გუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პანკისელი ახალგაზრდები სირიაში მატერიალური დაინტერესების გამოც მიდიან. მისივე თქმით, ახალგაზრდები სირიაში თურქეთიდან გადადიან.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სირიის კონფლიქტში უკვე რვა პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო 50-მდე კვლავ სირიაში რჩება.
სირიის ქალაქ ქობანში აფეთქებას ზელიმხან ჩათიაშვილი ემსხვერპლა. ზელიმხან ჩათიაშვილი წარმოშობით პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან არის.