„მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საქართველოს ჩათრევას ცდილობს“

  მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საქართველოს ჩათრევას ცდილობს – ასე გამოეხმაურა “კვირასთან“ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელძღვანელი ზაალ კასრელიშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ქართველი ოფიცრები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ.
კასრელიშვილი დარწმუნებულია, რომ ქართველ ოფიცრებს უკრაინის მოქალაქეობასთან ერთად ფულად ანაზღაურებასაც შესთავაზებენ, რაც, მისი ვარაუდით, კიდევ უფრო გაზრდის ალბათობას, რომ ქართველ ოფიცერთა ნაწილი მსგავს შემოთავაზებაზე წავიდეს.
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელძღვანელის აზრით, გენერალური შტაბის უფროსმა და სხვა შესაბამისმა პირებმა უნდა გააკეთონ ოფიციალური განცხადება, რომ ქართველი ოფიცრები მსგავს შეთავაზებაზე წასვლას არ აპირებენ.
“სააკაშვილი მთელი ეს პერიოდია საქართველოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს, მისი ყველა განცხადება და მათ შორის გუშინ გაკეთებულიც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მან არ იცის, რა არის პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, ენთუზიაზმით არასოდეს გაუკეთებია საქმე. დარწმუნებული ვარ ქართველ ოფიცრებს უკრაინის არმიაში მსახურობის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებასაც შესთავაზებენ. ექპრეზიდენტის მიერ მსგავის სახის მოწოდებები არასახელმწიფოებრივია და საფრთხის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხს. საქართველო რუსეთის ფედერაციასთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება, რეგიონში უამრავი კონფლიქტური კერაა. ამ დროს გამოდის სააკაშვილი და ქართველ ოფიცრებს უკრაინის არმიაში წასვლას სთავაზობს. ახლა ყველაზე უპრიანი იქნება. გამოვიდეს გენერალური შტაბის უფროსი და ოფიცერთა სახელით გააკეთოს განცხადება, რომ ისინი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რჩებიან და უკრაინაში წასვლის სურვილი არ აქვთ“,- განუცხადა “კვირას“ ზაალ კასრელიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ქართველ ოფიცრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას ჰპირდებიან.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები