ხოფას ბაზრობაზე ხანძრის დროს დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

  ბათუმში, ე. წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, – ამის შესახებ „კვირას“ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს. 51 წლის დავით ფუტკარაძე წუხელ, გვიან ღამით გარდაიცვალა.
ფუტკარაძე ხოფას ბაზრობაზე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი იყო. მას ფილტვებზე პრობლემა ჰქონდა და ხანძრის დროს წარმოქმნილი კვამლის დროს გონება დაკარგა.
ხოფას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. მაშველებმა ნამწვავებში ცოლ-ქმრის ცხედრები აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები