პარლამენტი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას მიმდინარე კვირისთვის გეგმავს

  დეპუტატები 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას მიმდინარე კვირას გეგმავენ. აღნიშნულ საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ და კენჭისყრის თარიღით დაზუსტდება.
მომავალი წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა.
პრიორიტეტული სფეროებია: ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურა.
ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია პენსიის 10-ლარით – 160-ლარამდე გაზრდა, რის განხორციელებასაც მთავრობა 2015 წლის 1-ელი სექტემბრიდან აპირებს.
უმრავლესობა დოკუმენტში ცვლილებების შეტანას აღარ აპირებს, საპარლამენტო უმცირესობა კი ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები