საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პარლამენტში ელოდებიან

  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს პარლამენტში ელოდებიან. იანოშ ჰერმანი კანონმდებლებთან საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრებს.
იანოშ ჰერმანი ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეა მიწვეული. შეხვედრას ასევე დაესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე და ფრაქციების თავმჯდომარეები. იანოშ ჰერმანი ევროკავშირის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრებს.
“ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, იმიტომ რომ წარმომადგენლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და მე მაინტერესებს, როგორ უყურებს ის ჩვენი ქვეყნის პრობლემების გადაწყვეტას, იმ პროცესს, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში დაწყებულია იგივე ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები