გრიგორი ლეპსის დაცვის წევრებმა “მაესტროს” თანამშრომლები გაათავისუფლეს

გრიგორი ლეპსის დაცვის წევრებმა და პროდიუსერმა ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც არხმა აღნიშნული ინფორმაცია გააჟღერა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა, – ამის შესახებ ინფორმაციას “მაესტრო” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ კონცერტის ლეპსის კონცერტის ორგანაზტორებმა თავისუფლება აღუკვეთეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტს ნინი მეტრეველს და არხის ოპერატორს.
რადგან „მაესტრო“ იყო გრიგორი ლეპსის კონცერტის მედიაპარტნიორი, მას ჰქონდა ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერის უფლება. ჟურნალისტმა კი ლეპსის ჰკითხა, უქმნიდა, თუ – არა დისკომფორტს მისი და პუტინის მეგობრობა და თუნდაც ის აქცია, რომელიც გარეთ მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტის ორგანიზატორებმა თავიდანვე გააფრთხილეს ამ თემასთან დაკავშირებით მსგავსი შეკითხვები არ დაესვა, ჟურნალისტმა როგორც „მაესტროს“ საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ჟიჟილაშვილმა განმარტა, დელიკატურობის ფარგლებში მაინც სცადა ამ კითხვაზე პასუხის მიღება.
სწორედ ამის შემდეგ აღუკვეთეს „მაესტროს“ ჟურნალისტს აღუკვეთს თავისუფლება და ის ორგანიზატორებმა ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს.
ქართული წარმოშობის მომღერლის გრიგორი ლეპსის, იგივე გრიგოლ ლეფსვერიძის კონცერტი სპორტის სასახლეში ხმაურით დაიწყო. მოქალაქეთა ნაწილმა ლეპსის კონცერტის თბილისში ჩატარება გააპროტესტეს და იმ ადამიანებს, ვინც კონცერტს დაესწრნენ, მოღალატეები უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები