გრეგორი ლეპსის დაცვამ “მაესტროს” ჟურნალისტი და ოპერატორი ოთახში ჩაკეტა

მომღერალ გრეგორი ლეპსის დაცვამ “მაესტროს” ჟურნალისტი და ოპერატორი ოთახში ჩაკეტა, – აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “მაესტრო” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლეპსის პროდიუსერი ჟურნალისტს პუტინთან დაკავშირებული კითხვის გამო “სჯის”.
სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემაც.
“ამ წუთებში “მაესტროს” ჟურნალისტი და ოპერატორი გრიგორი ლეპსის დაცვას ჰყავს ჩაკეტილი და ეუბნებიან, რომ არ გამოუშვებენ მანამ, სანამ ის პირი არ მივა, ვინც დაავალა პუტინის შესახებ კითხვა დაესვა”, – წერს ბაია გადაბაძე.
“მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, ჟურნალისტ ნინი მეტრეველს ლეპსის დაცვა და პროდიუსერი ჩაწერილი ვიდეომასალის წაშლას სთხოვენ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მათ ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები