ქართველები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებენ – სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “უკრაინაში საოცრად ბევრი თანამდებობის პირი გამოთქვამს სურვილს, ქართველი ჰყავდეს მოადგილედ, რომელიმე სამსახურის უფროსად ან მრჩევლად”.
მისივე განმარტებით, ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ.
“უბრალოდ არც ამდენი ვართ ეს ქართველები, მით უმეტეს, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის წარმომადგენლები, ამიტომ, ასე ადვილი არ არის. გარდა ამისა, ბევრი ქართველი ოფიცერი ამ დღეებში იღებს უკრაინის მოქალაქეობას. უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინის არმიაში მოღვაწეობას, ყველა მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდან, მე ვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომს, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები