ბათუმში, ხანძრის ადგილზე ცოლ-ქმრის ცხედარია აღმოჩენილი

ბათუმში, ე. წ. ხოფას ბაზრობაზე ცოლ-ქმრის ცხედარია აღმოჩენილი, – ამის შესახებ ბაზრობის მოვაჭრეები აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, ისინი იმ პიროტექნიკის მაღაზიის მახლობლად მდებარე მაღაზიაში მუშაობდნენ, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარი პიროტექნიკის მაღაზიაში გაჩნდა, რამაც აფეთქებებიც გამოიწვია. მოხდა მოვაჭრეების ევაკუაციაც.ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები