კახა კალაძე: მტკვრის დონის დაწევა საფრთხეს არ წარმოადგენს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მტკვრის დონის დაწევა საფრთხეს არ წარმოადგენს, – აღნიშნული განცხადება მან სასტუმრო “რედისონში” დღეს გააკეთა.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგულირებადია და ჩვენთან შეთანხმებულია.
“კონკრეტული ფაქტი გამოწვეულია იმით, რომ თურქეთში დასრულდა ერთ-ერთი კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და დაიწყო ამ კაშხლის შევსება. ამის გამო მოხდა მტკვრის დონის დაწევა, იმ რაოდენობით აღარ მოედინება, რაც მოედინებოდა წლების წინ. ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრომ კომენტარი უკვე გაავრცელა და მინდა გითხრათ, რომ არანაირ საფრთხეს და საშიშიროებას არ წარმოადგენს ის, რომ გარკვეული დონით დაიწია მტკვარმა. ეს ყველაფერი არის რეგულირებადი, შეთანხმებულია ჩვენთანაც, რომ გარკვეული პრობლემები არ გამოიწვიოს”, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები