აშშ–ში 2015 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 584 მილიარდი დოლარის ოდენობით დამტკიცდა

აშშ–ს კონგრესის წარმომადგენლობითამ პალატამ ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი თავდაცვის ბიუჯეტის დამტკიცებას 300 ხმით 119 –ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა და ის 584 მილიარდი დოლარის ოდენობით დაამტკიცა.
ამ ინფორმაციას „Reuters“–ი ავრცელებს. შემდეგ კვირაში ბიუჯეტის დამტკიცებას საბოლოო ვერდიქტი აშშ–ს სენატმა უნდა გამოუტანოს. არსებული ბიუჯეტიდან 64 მილიარდი დოლარის ოდენობით საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციებისთვისაა გათვალისწინებული, მათ შორის 5 მილიარდი დოლარი “ისლამურ ხალიფატთან“ ბრძოლას დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები