სულეიმან დემირელი საავადმყოფოში მოათავსეს
თურქეთის ექს–პრეზიდენტი, 90 წლის სულეიმან დემირელი საავადმყოფოში მოათავსეს. თურქეთის მეცხრე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზების მიზეზი ზედა სასუნთქი გზების ინფექცია გახლავთ.
ამ ინფორმაციას თურქული ტელეარხი „Kanal7“ ავრცელებს. ამ დროისთვის დემირელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ცნობილი გახდა ისიც, რომ მის მკურნალობას დიაბეტით დაავადება უშლის ხელს. სულეიმან დემირელი 1924 წლის 1 ნოემბერს პროვინცია ისპარტაში დაიბადა, ის თურქეთის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლება. დემირელი 1990–1993 წლებში თურქეთის პრემიერ–მინისტრის, ხოლო 1993–2000 წლებში თურქეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.