სინოპტიკოსები ხვალ თბილისში თოვლს ელოდებიან – გრძელვადიანი პროგნოზი
საქართველოში 8 დეკემბრიდან ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმს, მაღალ მთაში თოვს. გვაზავას თქმით, დასავლეთ საქართველოში ხვალ გამოიდარებს და უმეტეს რაიონში ნალექი შეწყდება.
შვიდ დეკემბერს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება, დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ღამით აღმოსავლეთის ქარი გაძლიერდება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16 გრადუსს მიაღწევს, აღმოსავლეთში კი – 6 გრადუსს.
“ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ბარში იწვიმებს მთაში კი თოვლი მოვა, თბილისში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი, შვიდ დეკემპერს ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაეცემა და მაქსიმალურ ტემპერატურას – 4 გრადუსს მიაღწევს. 8-9 და 10 დეკემბერს შედარებით დათბება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს“, – განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.