ნინო ბურჯანაძე: მგონია, რომ ჩვენ პრეზიდენტი საერთოდ არ გვყავს

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ერთადერთი, რითაც ამ ორი წლის მანძილზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავი დაგვამახსოვრა,  ვეტოს დადებაა.
განცხადება ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში გააკეთა.
„ჩვენ, მგონი, პრეზიდენტი არ გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენმა პრეზიდენტმა 2 წლის განმავლობაში ერთადერთი ვეტოთი გამოიჩინა თავი და ისიც იყო პრაქტიკულად დაუმუშავებელი ვეტო,   სამართლებრივადაც კი ღიმილი გამოიწვია“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები