სამხედროებმა დონეცკის აეროპორტის ძველი ტერმინალი დატოვეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის აეროპორტის ძველი ტერმინალი დატოვეს, თუმცა თავად აეროპორტი უკრაინული არმიის კონტროლის ქვეშ რჩება.
ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ კიევის სამსახურს უკრაინელი სამხედროების სპეცოპერაციის ხელმძღვანელმა, შტაბის წარმომადგენელმა ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ განუცხადა.
„იმის გამო, რომ ძველ ტერმინალში ჩვენი სამხედროების დასაცავად პოზიციების დასაკავებლად ადგილი არ არის, მათ ეს ტერიტორია დატოვეს… შეიძლება ითქვას, რომ ძველი ტერმინალი აღარ არსებობს“, – განაცხადა დმიტრაშკოვსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები