9 დეკემბრიდან პოროშენკო დონბასში „სიჩუმის რეჟიმს“ აწესებს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო სამშვიდობო შეთანხმების გასამყარებლად მიმართულ ახალი ინიციატივას ახმაურებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე პოროშენკომ 9 დეკემბრიდან დონბასში „სიჩუმის რეჟიმის“ დაწესების შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავრობა და სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკში 5 სექტემბერს შეთანხმდნენ. შეთანხმების მიუხედავად, უკრაინის აღმოსავლეთით მხარეებს შორის შეიარაღებული შეტაკებები კვლავ გრძელდება.
გაეროს მონაცემებით, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან, შეტაკებების შედეგად, 1000-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის ფონზე კონგრესის წარმომადგენლების პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც „რუსეთის აგრესიული ქმედებები“ მეზობელი ქვეყნების მიმართ მკაცრად დაგმო.