„ეს რა აბდაუბდა და ლენჩური სისულელეებია. უკრაინა საერთოდ სერიოზულად უყურებს თავის მომავალს?“

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
პაპუაშვილის განცხადებით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ვიღაცისგან მართული დაგეშილი ზონდერჯგუფია, რომელთაც სხვადსხვა ქვეყანაში წარგზავნიან და მათით გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებენ. დეპუატატის განცხადებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა უკრაინას კარგს არაფერს მოუტანს.
„აბდაუბდა და ლენჩური სისულელეები“,- ასე შეაფასა დეპუტატმა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის შესაძლებლობა და უკრაინელ ხალხს მოუწოდა, საკუთარი ქვეყნის მომავალზე იფიქრონ.
„ თავისი ქვეყანა ხომ დაამშვენეს და ახლა სხვაგანაც ჩავიდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ, აქედან ჩასულ ჩვენს დელეგაციას ვინ უნდა დახვდეს უკრაინის მხრიდან? ან ისინი რომ ჩამოვლენ აქ. შთაბეჭდილება მაქვს, რომ ეს ვიღაცისგან მართული დაგეშილი ზონდერჯგუფია, რომელთაც სხვადასხვა ქვეყნებში წარგზავნიან და გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებენ. ესენი უნდა ჩამოვიდნენ და საქართველოს ხელისუფლებას ელაპარაკონ უკრაინელი ხალხის სახელით ყირიმის დაბრუნებაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე? ეს რა აბდაუბდა და ლენჩური სისულელეებია. უკრაინა, საერთოდ, სერიოზულად უყურებს თავის მომავალს? მგონი, მე უფრო ვდარდობ უკრაინაზე, ვიდრე ზოგიერთი უკრაინელი თავის ქვეყანაზე. თუკი შენ არ დარდობ შენს ქვეყანაზე, არც მე ვიდარდებ. ჩემი ქვეყანა მაქვს სადარდებელი. ვის სჭირდება ესენი. ამ ხალხს საკუთარ ქვეყანაში კითხვებზე აქვთ პასუხები გასაცემი, ესენი დამნაშავეები არიან. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში მთავარი იყო, ყოფილიყო სიმშვიდე, რომ არ მომხდარიყო ქუჩაში სისხლისღვრა და ანგარიშსწორები. ამის გამო უამრავ კომპრომისზე წავედით“,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები