“მოდაში შემოვიდა ჩვენი პატრიარქის განკითხვა – უსირცხვილონო“

არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართ ცალკეული პირების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას ფეისბუქის მეშვეობით ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “მამა ღმერთი არავის ჰსჯის. განა არ უნდა შეძრწუნდეს გონება, როცა ”მამა ღმერთი არავის ჰსჯის, არამედ მთელი მსჯავრი მისცა ძეს”(იოანე 5,22). ძე კი გეუბნება: ”ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ”(მათ. 7,1). მსგავსად ამისა, პავლე მოციქული ამბობს: ”ნაადრევად ნუ განიკითხავთ, ვიდრე არ მოვა უფალი”(1კორ.4,5). და კიდევ: რომლითაცა სხვას განსჯი, შენსავე თავს განსჯი”(რომ.2,1). როცა ეს ასეა, ადამიანები თავს რატომ ანებებენ საკუთარ ცოდვებზე ტირილს, იესო ქრისტეს ართმევენ განსჯის უფლებას და თვითონ, თითქოსდა უცოდველნი სჯიან და ასამართლებენ! ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ჩვენი პატრიარქის განკითხვა. უსირცხვილონო, დაგრჩად კიდე, ვინმე განსაკითხავი? ალბათ, მარტო უფალი ღმერთი“, – წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები