როგორ ძარცვავდნენ მანქანებს რუსეთში დაკავებული ქართველები

რუსეთის ქალაქ პადალსკაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებული ქართველები მანქანების ძარცვის ბრალდებით დააპატიმრეს.
მათივე ცნობით, ეჭვმიტანილები იმ მძღოლებს ადევნებდნენ თვალ-ყურს, რომლებიც ავტოსადგომზე მანქანას მცირე ხნით აჩერებდნენ და ავტომობილის სალონში ნივთებს ტოვებდნენ.
დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ან მანქანების კარს აღებდნენ, ან მინებს ამტვრევდენენ და ნივთებს იპარავდნენ.
სამართალდამცველთა ცნობით, მათმა ნაქურდალმა მთლიანობაში 1 მილიონ რუბლს გადააჭარბა.
დაკავებულებს 5 -წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები