„ზურა აბაშიძის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს“

„პარლამენტში ზურა აბაშიძის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. არავითარი რეგლამენტის დარღვევა არ იქნება ის, თუ ზურა აბაშიძე თავის ადგილზე დარჩება“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.
ფოფხაძის განმარტებით, ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერის პოსტზე ძალიან სასარგებლოა და მისი მოხსნის არანაირი სტარტეგიული პოლიტიკური საჭიროება არ არსებობს. დეპუტატის განცხადებით, უმრავლესობას კიდევ ერთი კვოტა აქვს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს და უმრავლესობის რიგებიდან კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი დანიშნოს.
„დღესდღეობით პარლამენტში ზურა აბაშიძის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. არავითარი რეგლამენტის დარღვევა არ იქნება, თუ ზურა აბაშიძე თავის ადგილზე დარჩება. მანამდეც იყო შემთხვევა, როცა აჭარის წარმომადგენელი, უმრავლესობის კვოტით დანიშნული ვიცე-სპიკერი გადავიდა ოპოზიციაში, მაგრამ უმრავლესობას აქვს ერთი კვოტა, რომელიც არ გამოუყენებია თავის დროზე. ეს კვოტა განკუთვნლი იყო ზურაბ ტყემალაძისთვის და „მრეწველებისთვის“, ეს კვოტა თავისუფალია და უმრავლესობას შეუძლია ამ კვოტით ისარგებლოს. თუ რაიმე სტრატეგიული პოლიტიკური საჭიროება არ არის, ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. ზურაბ აბაშიძე ძალიან სასარგებლოა პარლამენტში იმ სტატუსში, რა სტატუსითაც ის არის. მე მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი თავისი ქვეყნისა და ხალხის ერთგული პიროვნებაა და ამ სტატუსის ჩამორთმევით ჩვენ არანაირ საზოგადოებრივ ინტერესს არ დავაკმაყოფილებთ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები