დავით უსუფაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, უილიამ ლაჰიუს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ასევე საუბარი შეეხო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების ამაღლების თემებს, ასევე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.
ჯეიმს აპატურაი ოფიციალური ვიზიტით თბილისს მიმდინარე კვირაში ეწვევა.