ლუკა კურტანიძე: ფესვებიანად ამოგძირკვავთ!
ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე საკუთარ მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ წაქცეულიც კი ბრძოლას გააგრძელებს. ლუკა კურტანიძე იმ პირებსაც მიმართავს, ვინც ეცადა მის დამცირებას და ვინც მას კვერცხები ესროლა. მათ ჰპირდება, რომ ნიღაბს ჩამოხსნის.
“მადლობა თითოეულ თქვენგანს გაძლიერებისთვის… გწამდეთ და გჯეროდეთ – მართალი საქართველოსთვის არასოდეს დავიღლები!!! რომც წავიქცე, წაქცეული ხმალს და მტრის სისხლს არ გავაჩერებ! ეს იმიტომ, რომ გვყავს ერის ადამიანები და რჩეულები, ვისგანაც ვიღებთ მაგალითს, როგორ ვიცხოვროთ და გონიერი ბრძოლით და თან დიდი მოთმინებით, სამშობლო ვახაროთ.
მათ, ვინც ეცადა, დავემცირებინე და კვერცხები ისროლა ჩემი მისამართით – თვითოეულმა მათგანმა კვერცხი თავის სულს და კაცობას ესროლა და ახლა თქვენს გასაგონად ყველა მათგანს ვეუბნები, რომ არაკაცია!!!
მათ, ვინც დაგეგმა და ხელი შეუწყო ასეთი გზით მართულიყო სიტუაცია – ფერ და იერ შეცვლილებო, მოგწვდებით და აუცილებლად ჩამოგხსნით ნიღაბს, ჯერ საკადრის პასუხს გაგცემთ და მერე გამხელთ მთელი ერის წინაშე.
დღემდე, ველოდი, რომ იგრძნობდით და მოინანიებდით საკუთარ შეცდომას, მაგრამ, თურმე ამაოდ… ფესვებიანად ამოგძირკვავთ!!! – მე, ლუკა კურტანიძე ამას საჯაროდ გპირდებით!!!”, – წერს ლუკა კურტანიძე.