ირაკლი ღარიბაშვილი ზვიად ჯანყარაშვილს უკრაინაში საგანგებო დავალებათა ელჩად აგზავნის

გაზეთი „ახალი თაობა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს პარტიის აღმასრულებელ მდივანს ზვიად ჯანყარაშვილს უკრაინაში ელჩად, ან დესპანად აგზავნის იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს.
წყაროს ინფორმაციით, უკრაინის საელჩოში, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მუშაობენ და საქართველოს კონსული უკრაინაში პირადადაა ჩართული, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან „ნაციონალების“ ატქივისტები დააახლოვოს.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, საელჩოებში მსგავსი ვითარება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის უსუსურობის შედეგია და ხშირად ის წარმომადგენლობებთან დაპირისპირებას ერიდებოდა.
საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის თქმით, თუკი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობაზე ინიშნებიან, ეს იმის ბრალია, რომ ქართულმა დიპლომატიამ ცუდად იმუშავა და უკრაინულ მხარეს ამ ადამიანების შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები