რომან გოცირიძე: უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა დიდი შეცდომაა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო დანიშვნის საკითხს ეხმაურება. გოცირიძეს მიაჩნია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა დიდი შეცდომაა. მისი თქმით, ამ ყველაფერმა შეიძლება ქართული რეფორმების დისკრედიტაციაც გამოიწვიოს.
„მრჩევლებად – კი, ბატონო, მაგრამ სხვა ქვეყნის ყოფილი მინისტრების გამინისტრება პოლიტიკურ თანამდებობაზე ისე, რომ არ იყო ამ ქვეყნის პოლიტიკური სუბიექტი? მორალური ლეგიტიმაციის გარეშე? პატრიოტული მუხტის გარეშე? დაქირავებულ ტექნოკრატად? დიდი შეცდომაა. ამან შეიძლება ქართული რეფორმების დისკრედიტაციაც გამოიწვიოს, რომელმაც უკრაინაში მითოლოგიური დატვირთვა შეიძინა. p.s. მით უმეტეს, კვიტაშვილი, რომელიც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ენერგიულობით და ინიციატივიანობით?! არ მესმის!“ – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები