პაატა ზაქარეიშვილი: კარასინი-აბაშიძის ფორმატი არ უნდა გადაიხედოს

კარასინი-აბაშიძის ფორმატი არ უნდა გადაიხედოს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს და რუსეთს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და ამ ფონზე რაღაც დიალოგი უნდა არსებობდეს. ეს ფორმატი, ჩემი აზრით, ყველაზე მისაღებია, ამიტომ არ უნდა გადაიხედოს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კარასინთან შეხვედრის ფორმატი შენარჩუნებულია.
“ფორმატს და კომუნიკაციის ამ არხს ვინარჩუნებთ. თუმცა, შეხვედრა ჯერ არ დანიშნულა”, – განაცხადა აბაშიძემ.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში პაუზა არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები