„არ მგონია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნას უკრაინის საზოგადოება დადებითად შეხვდეს“

მე არ მგონია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნას უკრაინის საზოგადოება დადებითად შეხვდეს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა არასასიამოვნო იქნება.
„მე არ მგონია, რომ ამას მათი საზოგადოება დადებითად შეხვდება. დარწმუნებული ვარ, უკრაინაში ბევრი ნიჭიერი და გამოცდილი პოლიტიკოსია, ვისაც მსგავსი პოსტების დაკავება ძალუძს. რაც შეეხება ჩვენი და უკრაინის შემდგომ ურთიერთობას, არა მგონია, ამან დაღი დაასვას, თუმცა ნამდვილად არასასიამოვნოა და გადახედვას საჭიროებს“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები