„მოსმენების შესახებ კანონის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი სწორედ ის იყო, რომელი ვარიანტიც მიიღეს“

ექსპერტი მამუკა არეშიძე საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოსმენების შესახებ მიღებულ კანონს გამოეხმაურა. არეშიძის განმარტებით, მოცემული მომენტისთვის ყველაზე ოპტამალური კანონის იმ სახით მიღება იყო, რომელი სახითაც ის მიიღეს.
მან შსს-ს ხელში უსაფრთხოების ბერკეტებისა და, მასთან ერთად, ძალოვანი უწყებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
არეშიძემ არ გამორიცხა, რომ კანონი გარკვეული დროის შემდეგ გადაიხედოს და შეიცვალოს.
„პარლამენტის მიერ მოსმენების შესახებ მიღებული კანონის შეცვლის აუცილებლობა, ალბათ, დადგება. დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც უსაფრთხოების სისტემები არ ჩამოყალიბებულა, საჭირო იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონოდა გარკვეული ბერკეტები და, ამასთანავე, პასუხისმგებლობაც. ნებისმიერ სხვა ორგანოში, რომელსაც ექნებოდა მოსმენების გასაღები, იქ შსს მიიყვანდა თავის თანამშრომლებს, ისევ თვითონ გააკონტროლებდა ყველაფერს, ოღონდ არ ექნებოდა პასუხისმგებლობა. ამიტომაც ვფიქრობდი, რომ ეს ბერკეტი შსს-ს უნდა ჰქონდეს, თუმცა მეორე უწყებაც უნდა ფლობდეს. მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოსაც შეიძლებოდა ჰქონოდა, თუ მას უფლებები გაეზრდებოდა. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავრი იყო სასამართლოს ჩართულობის დონე. ჩემთვის ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის სასამართლოს ჩართულობა ამ კანონში, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოცემული მომენტისთვის ყველაზე უკეთესი ის ვარიანტი იყო, რომელიც მივიღეთ. მომავალში, ალბათ, ეს კანონი შეიცვლება, მაგრამ დღეს – არა“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები