პრეზიდენტის ნაცვლად, მშენებლობის ნებართვის საკითხს მთავრობა განსაზღვრავს

მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების საკითხს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. დღემდე მოქმედი კანონით აღნიშნულს პრეზიდენტი განსაზღვრავდა.
ცვლილება “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57-ე დადგენილებაში შედის. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გაიტანა.
„ნაცვლად პრეზიდენტისა, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს, თუ ვის ექნება მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება. ეს ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა”, – განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები